ალექსანდრე ოგანიანი:-"მშვიდობის შენარჩუნებისკენ არა ორივე მხარეს, არამედ აზერბაიჯანს მოუწოდონ"

ალექსანდრე ოგანიანი:-"მშვიდობის შენარჩუნებისკენ არა ორივე მხარეს, არამედ აზერბაიჯანს მოუწოდონ"

   ალექსანდრე ოგანიანი, რომელიც საქართველში სომხეთის სათვისტომოს წარმომადგენელია ამბობს, რომ  აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დივერსიულ ქმედებებს აწარმოებს და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისაგან დაგმოს აზერბაიჯანის ქმედებები. სათვისტომო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რომ მშვიდობის შენარჩუნებისკენ არა ორივე მხარეს, არამედ აზერბაიჯანს მოუწოდოს.

    -"28 ივლისიდან აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიული ქმედებები ყარაბაღისა და სომხეთის რესპუბლიკის მიმართ გააქტიურდა. ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული დივერსიული ჯგუფი იყო შემოჭრილი. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისიდან ასამდე მსგავსი ფაქტი იქნა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სროლები არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, არამედ სომხეთის რესპუბლიკის სხვა ტერიტორიების მიმართაც ხორციელდება, კერძოდ დაუშის რეგიონის მიმართ, სადაც განლაგებულია მშვიდობიანი სოფლები.

    ცნობილია, რომ 8 ან 9 აგვისტოს ქალაქ სოჭში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. თარიღები დგინდება და იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტების შეხვედრამდე მაინც რეგიონში სისხლი აღარ დაირღვევა"-განაცხადა ოგანიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: