Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (9)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
4-08-2014, 14:12
ნანახია: 456

თეა წულუკიანი:-

   იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

 

    "დღეს კარგი ახალი ამბავი შევიტყვე მთავრობის წარმატების შესახებ. თქვენ იცით, ღია მმართველობის პარტნიორობა, რომელიც არის პრეზიდენტ ობამას ინიციატივა. მასში გაწევრიანებულია საქართველო და დღეს ჩვენ აგვირჩიეს მმართველი კომიტეტის წევრად. კომიტეტში 8 წევრი ქვეყანაა. დღეს შევიტყვე, რომ ჩვენ არჩეული ვართ იმიტომ, რომ მთავრობა არის გამჭვირვალე და ჩაითვალა, რომ ჩვენთან ახალი ტექნოლოგიების და გამჭვირვალობის ძალიან მაღალი კულტურაა. ეს და სხვა წარმატებები ჩვენს ელჩებს ამბასადორიალის ფარგლებში გავაცანით და დარწმუნებული ვარ, რომ როცა ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, კიდევ უფრო მოტივირებულები იქნებიან და შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სახელის შორს გატანას"-განაცხადა მინისტრმა.