Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (10)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
4-08-2014, 14:44
ნანახია: 607

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით  6 თვეში 67 პრობაციონერი დასაქმდა

    პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილს  და მასმედიის წარმომადგენლებს 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული შედეგი წარუდგინა.

   მისი თქმით, 2014 წლის I ნახევარში ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარა 328-მა პრობაციონერმა; პროფესიული გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამები - 187-მა, საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში ჩაერთო 1169 პირობით მსჯავრდებული, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით კი 6 თვეში 67 პრობაციონერი დასაქმდა.

   -"საანგარიშო პერიოდში, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი მოუხსნა 123 პრობაციონერს, ხოლო უფლებები აღუდგინა - 21 პირს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თვალშისაცემია პირობით მსჯავრდებულთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საგრძნობი კლება: მიმდინარე წლის I ნახევარში განმეორებითი დანაშაულის 245-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2012 წლის პირველ 6 თვეში, განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 575-მა პრობაციონერმა, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 442 პირობით მსჯავრდებულმა", - განაცხადა არსოშვილმა.