ზურაბ ჯაფარიძე ელჩებს რეკომენდაციას აძლევს

ზურაბ ჯაფარიძე ელჩებს რეკომენდაციას აძლევს

   საპარლამენტო უმცრესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ელჩებმა დასავლეთში არსებული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოასმენინონ. დეპუტატი ელჩებს რეკომენდაციას აძლევს:

   -"მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრებ დემოკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეკონომიკაზე, საგრეო ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე. გავაცნობთ ელჩებს ოპოზიციის ხედვას, ასევე იმას, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს პრობლემები. ორი კონკრეტული წინადადება გვექნება - ერთი გულისხმობს იმას, რომ ისინი უნდა იყვნენ ინფორმაციის გამტარნი როგორც ქვეყნის გარეთ, ისე - შიგნით. როცა დასავლთში არის ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა, უნდა ჩამოიტანონ და მოასმენინონ ხელისუფლებას, ხოლო მეორე რეკომენდაცია არის ის, რომ არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც რუსეთის ელჩი გაერო-ში - ჩურკინი. მათი ქმედებები არ უნდა იყოს გამამართლებელი ხელისუფლების ყველა ნაბიჯისა".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: