გიორგი კანდელაკი:-"სააკაშვილისთვის პატიმრობის მისჯა სწყინს პოლონეთს და ახარებს რუსეთს"

გიორგი კანდელაკი:-"სააკაშვილისთვის პატიმრობის მისჯა სწყინს პოლონეთს და ახარებს რუსეთს"

   "ნაციონალური მოძრაობა" პოლონურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. გიორგი კანდელაკმა სტატიის ის ნაწილი შეაფასა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ავტორი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

 

   -"პოლონეთი საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ისტორიული მოკავშირე იყო, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნის კამპანია და ამ შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა და მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა, ძალიან აბრაზებს და სწყინს საქართველოსთვის ისეთ მოკავშირეებს, როგორიც პოლონეთია და ძალიან ახარებს და ხელს აძლევს რუსეთს," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: