მიხეილ ხუბუტია გელა დუმბაძეს მადლობას უხდის

მიხეილ ხუბუტია გელა დუმბაძეს მადლობას უხდის

   რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ახალ ასპარეზზე მოღვაწეობა კარგად დაიწყო. ხუბუტია დუმბაძის მიმართვას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"მე ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, რომელიც დახმარებას არ საჭიროებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენი თანამემამულეები არცთუ კომფორტულად გრძნობენ თავს, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, დიდი მადლობა, თქვენ პირველი ხართ, ვინც ჩვენ ყურადღება მოგვაქცია, წარმატებები თქვენ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".

 

   ცნობისთვის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მისი მიმართვა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

   -"ძვირფასო თანამემამულეებო, მაქვს პატივი დიდი პატივისცემით და კეთილი სურვილებით მოგმართოთ. ისე მოხდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობის დროს, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიყავი. მერწმუნეთ, ჩვენ ვიცით, თქვენი პრობლემები და გამოწვევები, რომლის გადაწყვეტაც გიწევთ. ჩვენ გვესმის თქვენი სულიერი მდგომარეობა და სურვილი ღირსეულად დაბრუნდეთ სამშობლოში. საქართველოს მთავრობა და მათ შორის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შევუწყოთ ქართული დიასპორის წარმომადგენლების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს აღორძინებაში თქვენ ჩართვაში უზრუნველყოფისთვის. შრომა და ბრძოლა! ეს ის დიდი მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ და თქვენს და თქვენ საყვარელ სამშობლოს შორის დამაკავშირებელი რგოლი გავხდეთ. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

პატივისცემით გელა დუმბაძე"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: