ირაკლი ალასანია:-"ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური ამბასადორიალი"

ირაკლი ალასანია:-"ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური ამბასადორიალი"

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულს ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. ამის შესახებ ალასანიამ ამბასადორიალის დღევანდელი შეხვედრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

   -"ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური ამბასადორიალი, რომელშიც თითქმის მთელი მთავრობა მონაწილეობს. ჩვენს დიპლომატებთან, საგარეო პოლიტიკური უწყების მთავარ წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ, თუ როგორ განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, როგორც NATO-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით და სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, როგორ გახდეს ჩვენი ძალისხმევა მეტად ეფექტური. რაც მთავარია, საგარეო და სამხედრო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა ეხმარებოდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: