გია ვოლსკი:-"ბატონი სარიუშ-ვოლსკის განცხადება სერიოზული ბრალდებაა საქართველოს წინააღმდეგ"

გია ვოლსკი:-"ბატონი სარიუშ-ვოლსკის განცხადება სერიოზული ბრალდებაა საქართველოს წინააღმდეგ"

   "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი "გაუმართლებელია" და "მის მოღვაწეობას უკრაინაში და უკრაინის ხელისუფლებისათვის გაწეულ დახმარებას" უკავშირდება.

   ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება უკავშირდება მის აქტიურობას უკრაინაში არათუ არ შეესაბამება სიმართლეს, შეურაცხმყოფელი და პოლიტიკურად გაუწონასწორებელიცაა. მთავარი პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების ორ ინციდენტს, რომელმაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გამოიწვია (სსსკ მუხლი 333 პარა.3). კერძოდ, (1) ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას 2007 წლის 7 ნოემბერს და (2) 2007 წლის ნოემბერში კერძო ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ პოლიციის მიერ მოწყობილ რეიდს და მის უკანონო ექსპროპრიაციას სახელმწიფოს მიერ" . უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას საქმის დროული გამოძიებისაკენ".

   გია ვოლსკის თქმით, თუ კი ბატონი სარიუშ-ვოლსკი ან ევროპის სახალხო პარტია წაყენებულ ბრალდებებს "გაუმართლებლად" და "პოლიტიკურად მოტივირებულად" მიიჩნევს, ეს სერიოზული ბრალდებაა საქართველოს წინააღმდეგ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  ქვეყანაში კანონის უზენაესობას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით.

   -"ამჟამად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას. არ გვინდა დავუშვათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი მოითხოვს კონკრეტული პირების კანონზე მაღლა დაყენებას"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: