დააფინანსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "იმედს"?

დააფინანსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "იმედს"?

საქართველოს ძველი ხელისუფლების ინტერესები რეალიზუბული იყო სამი ტელევიზიით: "იმედით", რუსთავი 2"-ითა და "საზოგადოებრივი მაუწყებლით". ამ ტელეკომპანიებით ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.


ბოლოდროინდელი ვითარება ცხადყოფს, რომ გავლენის სფეროებმა იკლო. არჩევნების შედეგებით ჩნდება რეალური იმედი, რომ ხსენებული ტელეკომპანიები ობიექტურად იფუნქციონირებენ.


ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა "იმედი"  დაიბრუნა, "რუსთავი 2"-ის რამდენიმე ძველი მეპატრონე ტელეკომპანიისთვის ბრძოლას განაგრძობს, რაც შეეხება "საზოგადოებრივ მაუწყებლობას", მისი ხელმძღვანელობის შეცვლა დროის საკითხია.


გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედი" შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ რომელიმე კომპანიას გადაეცეს. კონკრეტული მედიასაშუალება  რომ იყოს გამართული და დამოუკიდებელი, ბიზნესგეგმით უნდა იმართებოდეს, მის მეპატრონეს კი პოლიტიკური ინტერესები არ უნდა ჰკონდეს.


"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ტელეიმედის მონოპოლიზებას არ აპირებენ _ ის პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა. ზემოთხსენებულ ინფორმაციას ადასტურებს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, "ძველი დრო" არ დაბრუნდება, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აქტიურობა და კანონები, რომელიც გამჭირვალეს გახდის მფლობელის ვინაობას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: