5000 ათასი ლარი საჩუქრად ანუ "მთავრობა სხვის ფულს არიგებს. რა ენაღვლება"

5000 ათასი ლარი საჩუქრად ანუ "მთავრობა სხვის ფულს არიგებს. რა ენაღვლება"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი პროექტი ამოქმედდება . პროექტის მიხედვით საქართველლოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე დახმარება, აქვე იგულისხმება  საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა. 

   პრემიერის ამ ინიციატივას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე "ივერიონთან" საუბარში "ნულოვანი შედეგითა და ნულოვანი ეფექტით" აფასებს და ამბობს:

   -არ ვფიქრობ, რომ ასეთი კამპანიური ხასიათის ინიციატივები მეწარმეობას და დასაქმებას სეუწყობს ხელს... მიკრობისნესის განვითარება (სხვა რამეზე ამ თანხებით შეუძლებელია საუბარი) მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მაგრამ იზოლირებულად მიკრო ბიზნესი არსად ვიტარდება,  ის საერთო სამეწარმეო გარემოს შემადგენელი ნაწილია... დამშეულ და პრობლემების წინაშე მდგომ ხალხს, საეჭვოა, ხელმსაწვდომი 5000 ლარი საქმისთვის ემეტებოდეთ (უმეტესობას), - ამ თანხას მიმდინარე საჭიროების ხარჯები "შეჭამს"... ეს ისეთივე წარუმატებეი პროექტი იქნება, როგორიც მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა პროექტები. ნულოვანი შედეგითა და ნულოვანი ეფექტით!

   რომან გოცირიძე კი ამ ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

   -"გვახსოვს ალბათ, ამ რამდენიმე წლის წინათ სატელევიზიო ბიზნესშოუ, სადც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა თავისი წინადადება და ჟიურიში მყოფი ცნობილი ბიზნესმენები, პროექტის მოწონების შემთხვევაში,დააფინანსებდნენ. 

როგორც ყველამ ერთად დავინახეთ, წინადადებების აბსოლუტური უმრავლესობა იყო არაპერსპექტიული და ძლივს მოხერხდა რამდენიმეს შერჩევა (ეჭვი მეპარება, რომ ისინიც დღემდე შემორჩნენ ბაზარზე). 

   მთავრობაც ასეთ შოუს ატარებს, ოღონდ მაყურებლების გარეშე. უნდა 20 მილიონი ლარი ასეთი ფორმით გაანაწილოს. ოთხი ათასი ადამიანი მიიღებს საჩუქრად ფულს. თითოეული 5 000 ლარს. 

   ტელეშოუს ექსპერტები,ბიზნესმენ- დამფინანსებლები საკუთარ ფულს რისკავდნენ, ამიტომ იყვნენ ფრთხილად. მთავრობა სხვის ფულს არიგებს. რა ენაღვლება".

    ბიზნესმენ ვახტანგ ჟორდანიას კი წარმოების დაწყება 5000 ლარით შეუძლებლად მიაჩნია და ამბობს, რომ პროექტი შესაძლოა დაწერილ ვარიანტს არც კი გაცდეს.

    -"5000 ლარით წარმოების დაწყება შეუძლებელია, ეს თანხა შეიძლება შეაშველო დაწყებულ საქმეს, თორემ ახლის დაწყება გამორიცხულია, ამ თანხით ერთ დანადგარსაც ვერ იყიდი. ვფიქრობ, ამ ინიციატივით უნდათ ხალხის მომადლიერება, თვითონ ინიციატივა ცუდი არ არის, ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად წაადგება ეს ყველაფერი ხალხს, ესაა საკითხავი. როგორ უნდა მისცე, ვის უნდა მისცე, რა კრიტერიუმებით გამოირჩევა პროექტები-ეს აუცილებლად ასახსნელია. სიმართლე გითხრათ, მე მგონი ეს ისეთივე წარუმატებელი პროექტი იქნება, როგორიც "თანაინვესტირების ფონდი" იყო, შეიძლება არც განხორციელდეს ან გაიცემა ვიწრო წრეზე..."

   

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: