დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია  მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სამხრეთ კავკასიაში ელენე იმნაძესა და მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდას შეხვდა. 

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. აჰმედ აივეიდამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს ის პროექტები წარუდგენა, 

რომელსაც მსოფლიო ბანკი სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, კახეთისა და იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ა.შ. შეხვედრაზე ყურადღება სწორედ აღნიშნულ პროექტებზე გამახვილდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: