მერაბ შათირიშვილი:-"კაზანტიპის ფესტივალი გვეუბნება, რომ პატიოსნება არ არსებობს და მთავრობის წაყრუება დანაშაულია!"

მერაბ შათირიშვილი:-"კაზანტიპის ფესტივალი გვეუბნება, რომ პატიოსნება არ არსებობს და მთავრობის წაყრუება დანაშაულია!"

   -"საუბედუროდ კაზანტიპის ფესტივალის მიმართ მთავრობას წაყრუების პოზა უჭირავს,  თითქოს ეს ვიღაცის ბნელი ძალიდან ნებადართული ღონისძიებაა...

 კაზანტიპი გამორიცხავს ყოველგვარ პატიოსნებას, გეტყვით რას  ნიშნავს კაზანტიპი ჩემი შეხედულებით, კაცობრიობის არსებობის მთელ პერიოდში არის დაპირისპირება ორ ცნებას შორის, ეს არის ბოროტება და სიკეთე , პატიოსნება და გარყვნილება, გულუხვობა და სიძუნწე და ამით ცხოვრობს კაცობრიობა. რაც  მოხდება სამეგრელოში, ანაკლიაში, არაფერი გაგვიკვირდება ადამიანებს, არაფერია ჩვენთვის გასაკვირი, მაგრამ როცა გარყვნილებას ჩავდივართ სინდისი გვაწუხებს და იქ არის პატიოსნება. ხომ შეიძლება ჩვენ მონანიების გზით წავიდეთ, პატიოსნება გვებრძვის ჩვენ . აქ კი გარყვნილების დემონსტრირება ხდება, აქ პატიოსნება აღარ არსებობს, კაზანტიპის ფესტივალი გვეუბნება, რომ პატიოსნება არ არსებობს. ხელისუფლებამ წაუყრუა იმას, რომ პატიოსნება არ არსებობს, ეგ არის დამღუპველი გზა , ფაქტიურად აქ კიდევ ჭარბობს, ის რაც ამ ხელისუფლების მინუსებში მიდის, აქ უფრო მეტია ბიზნეს ინტერესი და წაყრუებაც ამიტომ არის, ისინი ფიქრობენ, რომ ბიზნეს ინტერესით და ფულის მოგებით მოვა სიკეთე და ნაკლებია ფიქრი ეროვნულ ღირებულებებზე, ნაკლებია ფიქრი სულიერებაზე, ქართველი ადამიანის სულზე. ხელისუფლება რომ გასწორდეს, ასეთი რაღაცეები, რომ არ დაუშვას ზუსტად ამისთვის უნდა მოხდეს ქვეყანაში ეროვნულ ღირებულებებზე მოაზროვნე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალის აღზევება. ამას პირდაპირ ვიტყვი, რომ თვითონ ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი ამ ძალია აღზევებას, თორემ კატასტროფით დაასრულებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ჩვენ კავკასიური სახელმწიფო ვართ, ფრაზები, რომ ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ სასაცილოა, სად აშენებ ევროპულ სახელმწიფოს, კავკასიაში? ჩვენ ევროპული ღირებულებები უნდა დავაშენოთ ეროვნულ ღირებულებებს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვართ კავკასიური სახელმწიფო. ჩვენს ირგვლივ არსად, არც აზერბაიჯანში, არც სასომხეთში, არც თურქეთში ეს ფესტივალი არ ტარდება. ახლა კიდევ მეორე ფესტივალს აანონსებენ-"კუბანას", რომელზეც უკვე 3500 ქართველი გოგონა დარეგისტრირდა, ეს არის მარაზმი და უზარმაზარ ზიანს მოიტანს. როგორ გინდა 30 აგვისტოს შემდეგ დასვა აფხაზი და ელაპარაკო, როცა მას აქვს კავკასიური მენტალიტეტი, ამ ფესტივალს არ ცნობს და პირდაპირ უწოდებს გარყვნილებას და ამ დროს მტავრობის მხრიდან წაყრუების პოლიტიკა დანაშაულებრივია. არა მგონია კაზანტიპისთვის ეჩუქებინა უწმინდესს თეთრი ცხენი ღარიბაშვილსთვის, თეთრი ცხენი წმინდა გიორგის სიმბოლოა და ის უნდა მიხვდეს, რომ წმინდა გიორგი არ დაუშვებს საქართველოში ამ გარყვნილებას.  კუჭის დონეზე დაიყვანეს ანაკლიაში მოსახლეობა და ზნეობა აღარ ადარდებთ, დღეს რაც ანაკლიაში ხდება, სამწუხაროდ საქართველოს სახეა, ნუთუ ჩვენი გმირების თავგანწირვა აბსურდია? ნუთუ მათი სიცოცხლის ერისათვის შეწირვას გამართლება არ უნდა ჰქონდეს? მე მეგონა "ქართული ოცნება" ეროვნულ ღირებულებებზე დაიწყებდა ქვეყნის მართვას. ბიზნეს ინტერესებიც საშიში მომენტია, მე არ ვუკარგავ სიკეტეს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ოლიგარქის მიერ დატოვებული ხელისუფლება ვერასოდეს იქნება იდეური და ვერასოდეს წაიყვანს ქვეყანას თავისი ღირებულებების და ადათ-წესების შენარჩუნების გზით"-აცხადებს მერაბ შათირიშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: