დღის ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს სწრაფად უნდა იმოქმედოთ და ასევე სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე თქვენი რეპუტაცია, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და თქვენი მომავალია დამოკიდებული. 

 

კურო 

მეტად მომთხოვნი უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ და ყურდღებით – დეტალების მიმართ. დღეს თქვენ გარშემო უამრავი თაღლითი იქნება და მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედეთ; არავის მოატყუებინოთ თავი. 

 

ტყუპი 

მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ბუნებაში, მშვიდ გარემოში განმარტოვდით. კარგი დღეა ფილოსოფიური საუბრებისა და საინტერესო წიგნების წასაკითხად. 

 

კირჩხიბი

კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. შეიძლება სხვადასხვა შეჯიბრებაშიც მიიღოთ მონაწილეობა. მაგრამ მთავარი გამარჯვება კი არა, გახალისება და ენერეგიის მომატებაა. 

 

ლომი

სასიამოვნო სიახლეები გელით უცხოეთიდან, რაც თქვენს ცხოვრებას კარდინალურად და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეცვლის. 

 

ქალწული

დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ და კარგ განწყობაზეც იყოთ. მოულოდნელეად შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვისზეც თქვენი მომავლი იქნება დამოკიდებული. ასე რომ, მზად იყავით. 

 

სასწორი 

ზედმეტად ემოციური ხართ. უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება თქვენი გაბრაზება და კონფლიქტი გამოიწვიოს. მოერიდეთ უსიამოვნებებს, განსაკუთრებით ხალხის თავშეყრის ადგილას. 

 

მორიელი 

ძველი მეგობრების, დიდი ხნის უნახავი ახლობლებისა და ნათესავების მონახულების სურვილი გაგიჩნდებათ. აგრეთვე იმ ადგილების, სადაც ბავშვობა ან ახალგაზრდობა გაქვთ გატარებული. 

 

მშვილდოსანი 

კარგი დღეა საყიდლებისთვის. საღამოს მეგობრებს შეხვედით იმხიარულეთ და კულტურულ ღონისძიებებში მიიღეთ მონაწილეობა. 

 

თხის რქა

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ბიუჯეტის შედგენას. მეგობრები ახალი სამსახურის შოვაში დაგეხმარებიან, თუ მათ საკუთარი სურვილის შესახებ გაუმხელთ. 

 

მერწყული 

მეტი იკონტაქტეთ ახლობლებთან. გამოიყენეთ ტელეფონი და ინტერნეტი და აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

 

თევზები

მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. მათი პოზიტიური განწყობა და ხალისი თქვენზე დადებითად იმოქმედებს. აგრეთვე, კარგი დღეა ბუნებაში გასასეირნებლად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: