2008 წელს ხომ არ გახსოვთ ვინ იყო მიხეილ საკაშვილის სახე? ბატონი კალაძე!

2008 წელს ხომ არ გახსოვთ ვინ იყო მიხეილ საკაშვილის  სახე? ბატონი კალაძე!

   მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძის მიერ კოალიციის დატოვებას "ჭორებზე დაყრდნობილი აბსურდი" უწოდა და განაცხადა, რომ კალაძე არსად აპირებს წასვლას, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თემას ისევ აქტიურად განიხილავს. კალაძის წასვლა-არ წასვლის საკითხს "ქართული ოცნების" პირველი დამფუძნებელი,ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი რეალობის" ლიდერი მერაბ შათირიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

 

   -"ამ დღეებში გახმაურდა, რომ კალაძეს რაღაც წინააღმდეგობა ჰქონდა შიხიაშვილთან დაკავშირებით და "ქართული ოცნების" აქტივისტებზე ფაქტიურად გული შეტკივა. ეგ არის სასაცილო რამ , ეგ არის თამაში, ეხლა მე რომ შემტკიოდეს "ქართული ოცნების" აქტივისტებზე გული და მე რომ ვიყო შიხიაშვილის წინააღმდეგი, ეს უფრო უნდა დაიჯეროს ხალხმა და დაიჯერებს კიდევაც, რადგან 2003-დან წინააღმდეგი ვარ "ნაციონალური მოძრაობის" და მათ მუდმივად ვებრძვი, 2008 წლამდე დანაშაულობებში ედავებიან მიხეილ სააკაშვილს, ედავებიან 2007 წლის დარბევაში, ედავებიან 2007 წლის იმედის შეჭრაში, იმედის ტელევიზიის ბლოკირებაში და ვანდალიზმში და 2008 წელს ხომ არ გახსოვთ ვინ იყო მიხეილ საკაშვილის  სახე? ბატონი კალაძე! პირადული  არავისთან არაფერი მაქვს, გისხნით საკითხს და მდგომარეობას, რომელშიც ქყვეყანა დგას-მახსოვს ის  გრიგოლიასთან გადაცემაში ამბობდა,  "ჩვენ შეიძლება ეხლა ვიღაცას ვეზიზღებით",  ის თავს "ნაციონალური მოძრაბის" წევრად მოიაზრებდა.  ეს კაცი ახლა ამდროს, რომელიც სახე იყო სააკაშვილის, შიხიაშვილთან და მისნაირებთან ერთად გამოდის და აცხადებს პროტესტს, როცა რუსთავში ყოფილი ნაციონალია მერი, ბოლნისში ყოფილი ნაციოალია მერი  და ხალხი თავადაც ხედავს ახალ დანიშნული კადრების წარსულს, ეს არის გასაოცარი რამ, როდესაც ის პროტესტს გამოხატავს ვინმე შიხიაშვილზე. შიხიაშვილმა ავნო ნაციონალებს. მე მის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის დაუპირისპირდა და ბევრი ზიანი მიაყენა "ნაციონალურ მოძრაობას",  ხომ ვერ მეტყვით რა ზიანი მიაყენა ნაყოფიამ? ძმებმა ბჟუაშვილებმა რა ზიანი მიაყენეს?ჩოჩელმა რა ზიანი მიაყენა? ნიკოლეიშვილმა რა ზიანი მიაყენა? ხელისშეწყობის და მთელი ის დანაშაულობრივი სქემა, მთელი ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლის გამოც კანონის წინაშე პასუხს აგებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აბსოლუტურად ამათი ხელშეწყობით ფინანსდებოდა, ესენი იყვნენ ასე ვთქვათ "ქისები",  ჯიბეები იმ ძალისა, რომელსაც დღეს ჩვენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვაძლევთ".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: