ირაკლი ღარიბაშვილი გია ყანჩელს იუბილეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი გია ყანჩელს იუბილეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო დონის კომპოზიტორი

"დღეს დიდი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადების დღეა.

  მისი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებები, თეატრისა და კინოსთვის შექმნილი მუსიკა ერთნაირად გასაგები და ახლობელია ნებისმიერი თაობის არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელისთვისაც.

  ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო დონის კომპოზიტორი და მადლობას ვუხდით, რომ დღესაც, უცხოეთში მცხოვრები, ერთგულად ემსახურება ქართულ მუსიკას და საქართველოს პოპულარიზაციას.

ვულოცავ ბატონ გიას დაბადების დღეს, მრავალ შემოქმედებით წარმატებას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ", - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: