ირაკლი ღლონტი:-"ასე უპრაგონოდ ჩვენი ფულის განიავება დიდი დანაშაული იქნება"

ირაკლი ღლონტი:-"ასე უპრაგონოდ ჩვენი ფულის განიავება დიდი დანაშაული იქნება"

   პრემიერის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმად საქართველლოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე დახმარება, აქვე იგულისხმება  საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა, პარტია რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმიანება და წერს:

   -"ეს პროექტი ჩვეულებრივი პოპულიზმია, ოღონდ ძვირადღირებული ბიუჯეტისთვის. დაუშვებლად მიმაჩნია ჩუქების სამართლებრივი ფორმით ბიუჯეტის თანხების განკარგვა. ჩუქება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ვალდებულებებს არ წარმოქმნის ,,მეწარმეებისათვის'' და ასე უპრაგონოდ ჩვენი ფულის განიავება დიდი დანაშაული იქნება. ფაქტი, რომ ხელისუფლება დაინტერესდა მცირე ბიზნესის ხელშეწყობით ეს უკვე კარგია, მაგრამ ეს გზა არ მიმაჩნია სწორ მიდგომად.

 

   მინდა შეკითხვით მივმართო ხელისუფლებას და ვკითხო. თუ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხებით (ბიუჯეტიდან) მოხდება დაინტერესებული პირების 5000 ლარით დასაჩუქრება (3 პირის გაერთიანების შემთხვევაში 15 00 ლარით) დარწმუნებული არიან რომ ეს თანხები მიზნობრივად დაიხარჯება დასაჩუქრებული პირების მიერ? ან რა უფლებით შეძლებენ ამის მონიტორინგს, როცა გაფორმდება ჩვეულებრივი ,,ჩუქების'' ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე არ აკისრებს დასაჩუქრებულს იმის ვალდებულებას, რომ ანგარიში წარუდგინოს ხელისუფლებას. 

 

   ჯობია სხვა სამართლებრივი ფორმით მოხდეს რეალურად საქმის გამკეთებელი, ბიზნესის გაკეთების უნარის მქონე დაინტერესებული პირების ხელშეწყობა და თანხების მიზნობრივად განკარგვის მიზნით მოხდეს დაფინანსება პირობების (ვალდებულებები) დაკისრების სანაცვლოდ, მხოლოდ ის მექანიზმი, რომ ამ შემთხვევაში მეწარმე ან ბიზნესის კეთების უუნარო პირი, თუნდაც ,,თაღლითი'' მონაწილეობს წილობრივად 1000 ლარის ოდენობით, ეს არ ანეიტრალებს რისკებს და აქედან გამომდინარე პრემიერ მინისტრის ინიციატივა ნაჩქარევი მგონია, თუმცა ლამაზად ჟღერს და კარგი გასაპიარებელია 

 

   მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებობს საგადასახადო შეღავათების დადგენაც, ეს უფრო მიღებულ და აპრობირებულ ფორმად მიმაჩნია.

 

   6 მლრდ-იანი ფონდი რაღაც აკეთებს თუ ბიუჯეტიდან ხდება ყველაფრის დაფინანსება ? ისიც მხოლოდ Pღ იყო და მორჩა ? 30 წლის წინ ისრაელი ღარიბი სახელმწიფო იყო, იგი გაძლიერდა როცა 15 მლრდ დოლარის გარანტია მისცა აშშ-მა. გონივრული მენეჯმენტის წყალობით გაორმაგდა და საბანკო სფეროს ჩართულობით დღეს ისრაელი წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას და რა ხდება ქვეყანაში სადაც ზუსტად 1 წლის წინ 6 მილიარდიანი (ნაღდი ფული როგორც მახსოვს) ფონდი შეიქმნა და ეს ზარ-ზეიმით გვამცნეს?"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: