ფოთში დევნილებმა სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს

ფოთში დევნილებმა სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს

  ფოთში დევნილებმა სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი მალთაყვას უბანში ახლადაშენებულ კორპუსებში ბინების მიღებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურესი ზომით იმუქრებიან.

  დევნილებმა რკინიგზა გახსნეს, თუმცა დაშლას არ აპირებენ. ერთ–ერთი დევნილი თავის ბენზინით დაწვით იმუქრება.

  "ჩვენ ქალბატონ ეკა ბესელიასგან და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისგან გვაინტერესებს, რატომ არ დაგვირიგდა და რა კრიტერიუმებით დარიგდება ბინები", – აცხადებს ერთ–ერთი დევნილი.

 ფოთის მერის, ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ ის სამინისტროსთან კოორდინაციაშია. მისივე თქმით, გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც თითოეული ადამიანის საკითხს გულისხმიერად შეისწავლის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: