ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკელი სენატორებისთვის გაგზავნილ წერილს "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკელი სენატორებისთვის გაგზავნილ წერილს "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან

 პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკელი სენატორებისთვის გაგზავნილ წერილს "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. განცხადება  პარტიის წევრმა გივი თარგამაძემ გააკეთა.

 "მითითება საპასუხო წერილში და აპელირება პროკურატურის დამოუკიდებლობით, როდესაც ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი იმისა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ჯერ აანონსებენ  ბრალის წარდგენას და პროკურატურა საქმეში შემდეგ ერთვება.  ეს იმდენად უწყვეტი ჯაჭვია, რომ ეს არ არის ამოვარდნილი ცალკეული შემთხვევები, ეს არის   პროკურატურის მუშაობის წესი.

 კიდევ უფრო დიდი ცინიზმია, რომ როგორც  დამოუკიდებლობის  მაგალითებად  მოჰყავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხვედელიძის საქმე, მაშინ, როდესაც თავად ეს მაგალითები, მათი მიჩქმალვა და მთელი ეს პროცესი არის ყველაზე უფრო სამაგალითო იმისათვის, რომ ჩვენ ვნახოთ, რამდენად  ორმაგი მიდგომაა და რამდენად შერჩევითი სამართალია დღევანდელი სახელმწიფოს პირობებში.

 თავის მხრივ, კიდევ ფარისევლობაა ის, რომ ერთი ტონი აქვთ ასე ვთქვათ, შიდა მოხმარებისთვის, როცა ბილდტსა და საქართველოს სხვა მეგობრებს ლანძღავენ ჩვეულებრივად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მეორე ტონი აქვთ მათდამი გაგზავნილი კორესპონდენციაში",-აცხადებს თარგამაძე. 

 ცნობისთვის, პრემიერმინისტრის პრესსამსახურმა  ამერიკელი სენატორებისადმი პრემიერის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: