მელნიკოვი გირგვლიანის საქმეში ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს

მელნიკოვი გირგვლიანის საქმეში ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს

 სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს სკანდალური ჩვენება ცოტა ხნის წინ მისცა.

 მისი თქმით, წლების წინ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა, ახლა კი რეალობას აღწერს. ყოფილმა მაღალჩინოსანმა შარდენის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა, თუმცა .. ოქროყანის ეპიზოდზე სასამართლო სხდომა შეწყდა.

 

  მისი თქმით, მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა. გეგმა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაეკავებინათ ოთხი მაღალჩინოსანი და წაეყენებინათ ბრალი. თუმცა მელნიკოვის თქმით, იყო დაპირება, რომ ისინი მალევე გათავისუფლდენოდნენ. მისივე ინფორმაციით, ეს პირობა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: