მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

  პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ელექტრონული მმართველობის განვითარების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

  ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებულ ვითარებაზე - ავიაციის, რკინიგზის, სახმელეთო, საზღვაო და მილსადენი ტრანსპორტის მიმართულებით.

  ეკონომიკურმა საბჭომ ციფრული მაუწყებლობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიშიც მოისმინა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: