ვლადიმერ პუტინი 13-14 აგვისტოს ყირიმში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება

ვლადიმერ პუტინი 13-14 აგვისტოს ყირიმში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება

 ვლადიმერ პუტინი 13-14 აგვისტოს ყირიმში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება, იტყობინება კრემლის პრეს-სამსახური.
 "13 აგვისტოს სევასტოპოლში ქვეყნის მეთაური ჩაატარებს ოპერატიულ თათბირს უშიშროების საბჭოს წევრებთან, 14 აგვისტოს კი დუმის პოლიტიკური პარტიების ფრაქციის წევრებს შეხვდება. პარლამენტარებთან, ქვეყნის აქტუალურ საკითხებზე გაიმართება საუბარი, მათ შორის ყირიმზეც", ნათქვამია განცხადებაში.
  შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი, დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი, ფრაქციებისა  და სამინისტროების ხელმძღვანელები.
  აღნიშნული ვიზიტი ითვალისწინებს ყირიმის რესპუბლიკის კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრასაც.
  ინფორმაციას იტარ-ტასს.ცომ ავრცელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: