სააკაშვლის დაცვას ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა

სააკაშვლის დაცვას  ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა

 საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ, ესქსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას აფასებს.

 ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დაცვას ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა და აქ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე საინტერესოა. 

 "ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ დაედო გრიფი საიდუმლო. ორი წელია, რაც მთავრობაში არიან, შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ და გააკეთეს კიდეც. შეეძლოთ ასე ქვეყნის სასაცილოდ არ ექციათ და არ გამოეტანათ პრეზიდენტის და პროკურატურის მიმოწერა და მთელი მსოფლიო არ ყოფილიყო ამ საკითხის განხილვით დაკავებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი ისევ იყო სააკაშვილი, მის დაცვას ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი და ამოიღონ ის ხარჯებიც, ზუსტად ასევეა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული." - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის კიდევ ერთხელ დაუმძიმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: