ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია?

ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია?

   ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია-ასეთ განცხადებას ორგანიზაცია "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრში აკეთებენ. ორგანიზაციის განცხადებით,  საქმეზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად მუშაობდა და მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებს ისინი მალე  გაასაჯაროებენ. ამას გარდა, ორგანიზაციასი აცხადებენ, რომ 10 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეში მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

   -"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე რამდენიმე პირმა განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა და ბავშვის ლიკვიდაციის გეგმა სრულიად ზედმეტი იყო, ვინაიდან ციხის კადრებიც საკმარისი იყო ამ არჩევნებისთვის, თუმცა ივანიშვილისა და ღარიბასვილის მიერ შემზარავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. წყაროს ცნობით, ადამიანები, ვინც წინააღმდეგი იყვნენ ბავშვის ლიკვიდაციის, იყვნენ ვინმე ლაშა, სავარაუდოდ საუბარია ნაცვლიშვილზე და ასევე, ეროსი კიწმარიშვილი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

   აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება ადვოკატი რომეო საჯაია და ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება შესაძლოა სწორედ რაფალიანცის საქმეს უკავშირდებოდეს, რადგან უფლებადამცველის თქმით,  შეხვედრაზე, სადაც ბავშვის ლიკვიდაცია დაიგეგმა, კიწმარიშვილი ამის წინააღმდეგი იყო.

ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გარცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ "პირველ რადიოსთან" საუბრისას განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათთან დაახლოებით 2 კვირის წინ იყვნენ, თუმცა მსგავსი ინფორმაცია ოჯახის წევრებისთვის არ მიუწოდებიათ.

   "ახლა შევიტყვეთ ის ინფორმაცია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები 2 კვირის წინ იყვნენ ჩვენთან, მაგრამ ჩვენს საუბარს იმასთან, რა ინფორმაციაც ახლა დაიდო, არანაირი შეხება არ ჰქონია. ისინი გვეკითხებოდნენ, გამოძიება რა ეტაპზე იყო და ვიზე გვქონდა ეჭვი. გვითხრეს, რომ გამოძიებას ატარებდნენ. რა ინფორმაციაც დღეს გაავრცელეს, მსგავსი ჩვენთვის არაფერი უთქვამთ", - განაცხადა დალი მექერიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: