ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ანჯეი კლიმჩიკს შეხვდა

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ანჯეი კლიმჩიკს შეხვდა

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანჯეი კლიმჩიკი მიიღო.

   შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებასა და დაფინანსების საკითხებზე. ვახტანგ ყოლბაიამ ანჯეი კლიმჩიკს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

   შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: