რუსეთი 15 აგვისტოდან უკრაინიდან ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის შეტანას აჩერებს

რუსეთი 15 აგვისტოდან უკრაინიდან ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის შეტანას აჩერებს

  რუსეთის "როსპოტრებნადზორი", 15 აგვისტოდან უკრაინიდან ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის შეტანას აჩერებს. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
  უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემოწმებამ გამოავლინა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ცალკეულ ლუდთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამებოდა ენერგეტიკული ღირებულებების მოთხოვნებს, ხოლო ალკოჰოლური სასმელების სპირტის მოცულობითი წილი არ შეესაბამება ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს.
შესაბამისად, ინფორმაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ უკრაინიდან ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის იმპორტის შეჩერება გამოწვეულია მომხმარებელთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: