გიორგი მარგველაშვილსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გიორგი მარგველაშვილსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

   საქართველოს პრეზიდენტს, გიორი მარგველაშვილსა  და ესტონეთის პრეზიდენტ, ტომას ჰენდრიკს ილვესს შორის NAთO-ს  სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულზე ინფორმაციას  პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
   გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
   "ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება გაამახვილეს დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე. ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება." - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: