ჭავჭავაძის გამზირზე ახალგაზრდა დაჭრეს

ჭავჭავაძის გამზირზე ახალგაზრდა დაჭრეს

   შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1981 წელს დაბადებული მიხეილ შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
  გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ შ-მ ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ დავით კ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.
  გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: