რა მოსალოდნელ კრიზისებზე საუბრობს რიჩარდ ნორლანდი!

რა მოსალოდნელ კრიზისებზე საუბრობს რიჩარდ ნორლანდი!

   საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, დეპუტატებისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.
  "არანაირ კონფრონტაციულ და დაპირისპირების თემაზე საუბარი არ ყოფილა. ბრიტანეთის, NATO-ს და აშშ-ს წარმომადგენლები დავესწარით ძალზე საინტერესო დისკუსიას, რომელიც გაიმართა ისეთ თემაზე, როგორიც არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კრიზისებზე რეაგირება და ის, თუ როგორ შეიძლება მექანიზმების უკეთ დამუშავება.
  აშშ-ს საელჩოს ამ დისკუსიაში თავისი წვლილი შეაქვს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან. როგორც ცნობილია, დაფინანსდა საქართველოს ატლანტიკური საბჭო, რომელმაც წარმოადგინა საინტერესო ანგარიში, როგორი სისტემა უნდა იყოს საქართველოში, რომელიც იმუშავებს სავარაუდო კრიზისების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიის საგანი, კრიზისი საქართველოში შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში, თუ არ იქნება კარგად განსაზღვრული სისტემა და მექანიზმი, ამან შეიძლება გარკვეულწილად დამოკიდებულებებში აღრევაც გამოიწვიოს", - განუცხადა ჟურნალისტებს რიჩარდ ნორლანდმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: