მაია ფანჯიკიძე: შეღავათები და პრივილეგიები კონსულებს საპატიო კონსულის მოვალეობის შესრულების დროს აქვთ

მაია ფანჯიკიძე: შეღავათები და პრივილეგიები კონსულებს  საპატიო კონსულის მოვალეობის შესრულების დროს აქვთ

       საქართველოს საპატიო კონსულები საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს უყენებენ და მათი უფლებების ხელყოფასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ.მისი თქმით,  შეღავათები და პრივილეგიები კონსულებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი საპატიო კონსულის მოვალეობას ასრულებენ.
  "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა გზამკვლევი და რეგულაციები დიპლომატიური კორპუსისთვის. ეს ყველაფერი ეყრდნობა ვენის კონვენციას და არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში მასთან. ვენის კონვენცია განასხვავებს კარიერულ დიპლომატებს და კონსულებს საპატიო კონსულებისგან.
  შეღავათები და სხვადასხვა პრივილეგიები საპატიო კონსულებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ საპატიო კონსულის მოვალეობას და არა საერთოდ. სწორედ ამისი დარეგულირება გადავწყვიტეთ ჩვენ დიპლომატიური პროტოკოლის რეგულაციებით. ეს არ არსებობდა აქამდე საქართველოში და ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას.
  მაგალითად გეტყვით, რომ საგზაო შემთხვევებისას, ავტოსაგზაო მოძრაობის დროს, დიპლომატიური ნიშნებით მოძრავი ავტომანქანები საერთოდ არ რეგისტრირდებოდნენ, თუკი ისინი არღვევდნენ რაიმეს,  არადა ავტოსაგზაო მოძრაობაში წესების დაცვა აუცილებელი უნდა იყოს ყველასთვის, მინიმუმ, იმის გამო, რომ არ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა. ჩვენ ამის დარეგულირება გადავწყვიტეთ.
  ეს ყველაფერი გავაცანით დიპლომატიურ კორპუსს. არ მოჰყოლია ამას არანაირი წინააღმდეგობა ან პრეტენზია მათი მხრიდან. პირიქით, მიესალმნენ იმას, რომ ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული. საპატიო კონსულებზე როგორც გითხარით, იმუნიტეტი, ყველანაირი პრივილეგია და შეღავათი გავრცელდება მაშინ, როცა ისინი შეასრულებენ საპატიო კონსულის მოვალეობას და არანაირი შეზღუდვა მათ არ ექნებათ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ამიტომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გამოთქვეს მათ პრეტენზია ამ ფაქტის მიმართ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი ყურადღებით წაიკითხავენ კიდევ ერთხელ იმ ახალ წესებს, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, დაეთანხმებიან მას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: