თბილისის მერიის შესყიდვების სამმართველოს უფროსი დავით მოსულიშვილი თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შვებულებაში გაუშვეს

თბილისის მერიის შესყიდვების სამმართველოს უფროსი დავით მოსულიშვილი თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შვებულებაში გაუშვეს

 თბილისის საკრებულოს წევრ ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიის შესყიდვების სამმართველოს უფროსი დავით მოსულიშვილი თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შვებულებაში გაუშვეს.
  "დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ეს ადამიანი გაემგზავრა დასასვენებლად, მაშინ როდესაც თბილისის მერიის დანარჩენ თანამშრომლებს დასვენების საშუალებას არ აძლევენ. ბატონი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ 24 საათიანი მუშაობისთვის ვინც მზად არ იქნებოდა, დატოვებდა მერიის რიგებს. შესაბამისად, პირველი, ვინც თბილისის მთავრობის რიგები უნდა დატოვოს, სწორედ მერიის შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა იყოს, რომელიც მზად არ აღმოჩნდა არა თუ 24 საათიანი, არამედ ნორმალური სამუშაო რეჟიმისთვისაც კი", – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: