თემურ ჯანაშიას სასამართლოში სარჩელი შეაქვს

თემურ ჯანაშიას სასამართლოში სარჩელი შეაქვს

    ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას  დღეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად არის ბრალდებული.
   ჯანაშია  მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას აპროტესტებს.
  "დაყადაღებულია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ქონება - საცხოვრებელი სახლი, ჩემი ანგარიში, საიდანაც პენსიას ვიღებდი. ერთი ნაბიჯი სხვა მიმართულებით არ გადამიდგამს და ეს სასამართლოზე უნდა დავამტკიცო",- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: