ირაკლი ალასანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას!

ირაკლი ალასანია: ჩვენ მხარს  ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას!

   საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის მინისტრებმა  თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
  შეხვედრისას  ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს სდაეთმო
   შეხვედრის დასრულების შემდეგ სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
  "ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ნახიჩევანში, აზერბაიჯანში და საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივ დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ეს თემა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან და კეთილდღეობასთან. საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი კარგი მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები ყავს თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ და ერთად დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენი განვითარების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას რეგიონში. ყველამ უნდა დაინახოს, რომ თანამშრომლობა მიმართულია უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, ეკონომიკური წინსვლისაკენ და ემყარება ეროვნულ ინტერსებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: