ჩიორას ანტირუსული „ვნებანი “და თითიდან გამოწოვილი "ნაციონალური" დიდაქტიკა!

ჩიორას ანტირუსული „ვნებანი “და თითიდან გამოწოვილი "ნაციონალური" დიდაქტიკა!

   „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა  “"გამოჩენილმა" სახემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი  სტატუსი გაავრცელა, სადაც "მკაფიოდაა" ჩამოყალიბებული ანტირუსული „ვნებანი“ და უმაღლეს ხარისხშია აყვანილი "ნაციონალური" დიდაქტიკაც.

შეიძლება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა ჩვენთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს ჩაუგდო ხელში და საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% უფეშქაშა, ასეთი თითიდან გამოწოვილი "დასკვნები"   და მითუმეტეს,დიდაქტიკა მუღებელია.

  "ივერიონი" ჩიორა თაქთაქიშვილის ფეისბუქ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ

   "საქართველო იმყოფება საომარ მდგომარეობაში პუტინის რუსეთთან.

საქართველო არის ოკუპირებული რუსული ჯარის მიერ, საქართველოს შუაგულში რუსეთმა აღმართა "საზღვრები", რუსეთი საკუთარ სახლებში არ უშვებს ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს.

  ამ დროს, საქართველოში რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ეწევიან რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდას. ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ ამას სხვა სახელი არ ქვია. რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას. რუსეთის და ოლიგარქის კმაყოფაზე მყოფი ადამიანები მიზანმიმართულად აღვივებენ სიძულვილს ყველა სხვა ეროვნებისა თუ რელიგიის ადამიანების მიმართ, ანთხევენ ღვარძლს, ბოღმას, რომ ქართველებმაც დავჭამოთ ერთმანეთი.

საქართველოში ციხიდან უშვებენ რუსეთის ჯაშუშებს და აღარ ისჯება არც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშება, არც რუსეთის ინტერესების გატარება და ამაში ფულის აღება.

  სამაგიეროდ არსებობს მუდმივი საფრთხე, რომ შეასუსტონ "ოკუპირებული ტერიტორიების" კანონი.

ეს არ არის ნორმალური. არც ერთი ერი ამას არ მოითმენდა. 

  ეს არის ჩვენი კიდევ ერთი გამოცდა, ვარსებობთ თუ არა, ჩამოვყალიბდით თუ არა, როგორც ერი."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: