ირაკლი ღარიბაშვილი კოლეგებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს!

ირაკლი ღარიბაშვილი კოლეგებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს!

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "სოლიდარობის ფონდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    "აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და რომელშიც უკვე ჩართულია ათასობით ადამიანი, არის ჰუმანურობის, სიკეთის კეთებისა და სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც მთელი საზოგადოება, მიუხედავად სტატუსისა, ერთი მიზნისთვის ერთიანდება.
   სწორედ "სიკეთე გადამდებია" - არის ჩვენი ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მთავარი ლოზუნგი. მე ვიღებ ამ გამოწვევას და რადგან დღეს ვარ საქართველოს მთავრობის მეთაური, თანხას არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ვრიცხავ სწორედ "სოლიდარობის ფონდში", რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით ძალიან მალე ბევრ ადამიანს დაეხმარება.
  აქციის წესების თანახმად, სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ვიწვევ ჩემს კოლეგებს საქართველოს მთავრობიდან და რა ფორმით ჩაერთვებიან აქციაში ეს თავად მათი გადასაწყვეტია."- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: