არასრულწლოვნები მედიკამენტებს რეცეპტითაც ვერ შეიძენენ

არასრულწლოვნები მედიკამენტებს რეცეპტითაც  ვერ შეიძენენ

   მომხმარებლები პირველი სექტემბრიდან I და II ჯგუფის მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე, ხოლო არასრულწლოვნები რეცეპტითაც ვერ შეიძენენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   კომენტარი რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დათო მაჭარაშვილმა გააკეთა.
   "რაც შეეხება რეგულაციებს, I ჯგუფის მედიკამენტების შეძენაზე შეზღუდვა განსაზღვრული იყო კანონით და ჩვეულებრივად მოქმედებს. გასული წლის 30 ივლისს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემაზე ფორმა #3 - რეცეპტის ვალდებულება დამტკიცდა, მაგრამ ეს ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან. ასევე, შარშან ზაფხულს განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, აკრძალულია პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვნებზე გაცემა. ეს ცვლილება ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ჯგუფის ფარმაცევული პროდუქტის შეძენისას ფორმა #3 - რეცეპტის წარდგენის იმპერატიული მოთხოვნა არ იყო, შესაბამისად, ორივე ცვლილების ამოქმედება პარალელურ რეჟიმში მოხდება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: