გახშირებული ავარიები, მეწყერი დარიალში და ..."მხურვალე" კაზანტიპი!

გახშირებული ავარიები, მეწყერი დარიალში და ..."მხურვალე" კაზანტიპი!

  წუხელ  სოციალურ ქსელში ვწერდი, რომ ამ ბოლო  დღეებში საქართველოში ავტოავარიებმა კატასტროფულად  იმატა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ყველა მათგანი ფატალური შედეგით დასრულდა.
    ავტოავარიები ადრეც ყოფილა და ალბათ მისგან დაზღვეულნი არც მომავალში ვიქნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო დამაფიქრებელია მისი ინტენსიურობა და მასშტაბურობა. ზოგი ამას აგვისტოს ხვატს   და იმპულსების დაქვეითებას უკავშირებს,ხოლო,  ზოგი ჩვეულებრივ შემთხვევად მიიჩნევს, თუმცა...
 წუხელ , გვიან ღამით ისიც შევიტყვეთ, რომ დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა  და წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი, უგზო- უკვლოდ დაიკარგა. საუბარია იმაზეც, რომ მეწყერმა  საშიში მასშტაბები შეიძლება შეიძინოს. ..
     საკმაოდ დამაფიქრებელ დასკვნას აკეთებს ბერი იოანე მჭედლიშვილი. მისი აზრით, ამით უფალი განსაცდელის წინაშე აყენებს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ  საქართველოს  და ერს, სინანულისკენ მოუწოდებს!
  ბერი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ანალოგიური განსაცდელი 17 მაისსაც(ლგბტ-ს  საერთაშორისო დღე ) იყო დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის სახით, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  ხოლო, წუხანდელი კატაკლიზმი მისი აზრით, პირდაპირ უკავშირდება ანაკლიაში მიმდინარე ე.წ. კაზანტიპის ფესტივალს.
  ცხადია, ეს ბევრს  სასაცილოდ არ ჰყოფნის , მაგრამ, ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული ბიბლიაში და წმინდა წერილებში, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აუცილებლად იპოვის!
  "ივერიონი" ბევრს წერდა  კაზანტიპის ე.წ. მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ვაკხანალიაზე. "ფესტივალის" ხასიათიდან,(პრაქტიკიდან) გამომდინარე, პირდაპირ ვამბობდით, რომ ასეთი უმსგავსოება წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე  არ უნდა ჩატარებულიყო.
  ბევრმა ეს ჩამორჩენილობად  ჩაგვითვალა და  ქილიკის ობიექტიც გავხდით. ბევრი კი კაზანტიპში გართობისა და " თავისუფლების" მეტს არაფერს ხედავდა.
   არ ვიცით, რა ხდება კაზანტიპის შიგნით, ან, ხვალ-ზეგ რაში გადაიზრდება იგი- უღალატებს თუ არა ნიკიტა მარშუნოკი  წლების მანძილზე  ჩამოყალიბებულ ტრადიციას, ( იგულისხმება სექსუალური ორგიები და ნარკოტიკული საშუალებების თავისუფალი მოხმარება) თუ ისევ ღვთის იმედად უნდა ვიყოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: განსაცდელმა გამოფხიზლებისკენ უნდა გვიბიძგოს. ვიდრე  ჯერ კიდევ გვიან არ არის!   
 საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: