მაია ფანჯიკიძე: დარიალში გაზსადენის აღსადგენად 24 საათიანი სამუშაოები მიმდინარეობს

მაია ფანჯიკიძე: დარიალში გაზსადენის აღსადგენად  24 საათიანი სამუშაოები მიმდინარეობს

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერი დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ სომხეთის მხარეს ინფორმაციას მიაწვდის.
  აღნიშნული განცხადება მან დარიალის ხეობაში ჩამოწოლო მეწყერის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
  "გუშინ დარიალის ხეობაში საშინელი კატასტროფა მოხდა. ჩაკეტილია და ჩახერგილია გზა, დატბორილია ლარსის გამშვები პუნქტი და გარდა ამისა, დაზიანებულია გაზსადენი, რომლითაც სომხეთს გაზი მიეწოდება. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისათვის, რომ ეს არ დაეტყოს ტვირთის გამავლობას, გაზის მიწოდებას. საქართველოს მხარე ყველაფერს აკეთებს და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი დაითვალოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინონ. ამის თაობაზე განცხადება პრემიერმა დღეს დილით გააკეთა, შესაბამისად, ის აპირებს, რომ მიმდინარე სამუშაოების შესახებ სომხეთის მხარეს ინფორმაცია მიაწოდოს", - განაცხადა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: