გიორგი ლაღიძე:–"არავის არ მივცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების უფლება!"

გიორგი ლაღიძე:–"არავის არ მივცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების უფლება!"

   პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას და პრემიერსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოებას პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმიანება და ამბობს:

   –"ხელისუფლების შტოებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. პრემიერი და მისი გუნდი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია და მიზანმიმართულად მიმდინარეობს პრეზიდენტის ინსტიტუტის რღვევა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია, ასეთ ქვეყანას ძლიერი და უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი სჭირდება, თუმცა როგორც სჩანს, ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს არ ადარდებს.

   მეგობრებო, საქართველო არა ღარიბაშვილ-ივანიშვილს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის და აქედან გამომდინარე, არავის არ მივცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების უფლება, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია...

   მე ვფიქრობ ივანიშვილი ნაწყენია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე და ყველანაირად ცდილობს მას სამაგიერო გადაუხადოს, რაც გამოიხატება პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაში, თუმცა ეს ყველაფერი აზარალებს არა მარტო მარგველაშვილს, არამედ ქვეყანას, რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების გამოჩენას, ივანიშვილმა ამის შესახებ რამოდენიმე თვით ადრე დაანონსა, რომ მას მთავარ ოპოზიციურ ძალად არა "ნაციონალური მოძრაობა", არამედ სხვა ძალა სურს, აქედან გამომდინარე, ისინი შეეცდებიან შექმნან სატელიტი მათი მართვადი ოპოზიციური ძალა.

 –და მართვადი ოპოზიციური ძალა ხომ მხოლოდ ჩანაცვლება იქნება და სხვა არაფერი, რეალურად თუ ჩანს ძალა თქვენი აზრით, რომელიც შეძლებს ამინდის შეცვლას?

 –ისინი ცდილობენ ნინო ბურჯანაძის პარტია აქციონ მთავარ ოპოზიციურ ძალად, ასევე არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას ესიმპატიურება, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ დავასახელებ.

 –კულუარებში ალასანია–მარგველაშვილის ტანდემზე ალაპარაკდნენ...

 –არაფერი არ არის გამორიცხული, ფაქტია, რომ კოალიციაში შიდა დაპირისპირებაა და ეს გამოძახილს ჰპოვებს აუცილებლად!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: