დავით ნარმანია:–"არ ხდებოდა საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ, ყაირათიანად ხარჯვა"

დავით ნარმანია:–"არ  ხდებოდა  საბიუჯეტო  სახსრების  მომჭირნედ,  ყაირათიანად  ხარჯვა"

   როგორც უკვე ცნობილია, გუშინ დამკრძალავ ბიურო "ჰერმესში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  შევიდა. ამ ფაქტს  დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა:

   –"მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რათა დაეწყო მერიისდაქვემდებარებაში მყოფი იმ ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ შემოწმებულა და სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დარღვევებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თვალსაზრისით, გაუაზრებლად მაღალ ხარჯებს და შესაბამისად, თბილისის მერიის კუთვნილი შემოსავლების ხელოვნურად შემცირებას, არ  ხდებოდა  საბიუჯეტო  სახსრების  მომჭირნედ,  ყაირათიანად  ხარჯვა. საკითხს დარეგულირება სჭირდება. გაუაზრებლად მაღალი ტარიფები, მიწის უაზროდ და უკანონოდ გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დამთავრდეს და საზოგადოებას მომსახურება ნორმალური ფორმით უნდა მიეწოდოს" 

   ქალაქის მერი აცხადებს, რომ მერიის სისტემა წლების განმავლობაში დახურული იყო, საზოგადოებას ბევრი კითხვა დაუგროვდა, რომელზეც პასუხი უნდა იქნეს გაცემული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: