არა- "სითი-პარკს", არა- დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრეობას!

არა- "სითი-პარკს", არა- დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრეობას!

   გუშინ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "სითი-პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება  კაბალურია, მაგრამ,, ძნელია მისი მოშლა.
   მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ გასაჯაროებულა, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ ასეც იქნება. ზოგადად, "ნაციონალური"  რეჟიმის მიზანი ხალხიდან მეტი ფულის ამოქაჩვა და სახელმწიფოს კაბალურ პირობებში ჩაყენება იყო. ცხადია, არც "სითი-პარკი" იქნება გამონაკლისი.
   არავინ უარყოფს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკმაოდ  ცუდი მემკვიდრეობა დახვდა, მაგრამ რადგან საქმე დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა, ნებისმიერი კაბალური, სახელწიფოსთვის (საზოგადოებისთვის) მიუღებელი ხელშეკრულება უნდა გადაისინჯოს-  ან, საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან სათანადო კორექტივები უნდა იქნეს შეტანილი...
   მართალია, ნებისმიერი უცხოური კომპანია ეცდება დაგვაშანტაჟოს  საერთაშორისო არბიტრაჟით, ან საერთაშორისო სასამართლოებით, მაგრამ გამოსავალი აქაც არსებობს. მთავარია იყოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნება.
  კერძოდ, დღევანდელმა მთავრობამ ღიად უნდა დააფიქსიროს (თუ უკვე დაგვიანებული არ არის), რომ ის არ არის წინა ხელისუფლების მხრიდან  მიღებული უკანონო (კაბალური)     გადაწყვეტილებების   სამართალმემკვიდრე და თავს ვალდებულად თვლის,  გადასინჯოს უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებთან ყველა ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები.
    ეს განცხადება  "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა გაეკეთებინა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა ემხილებინა "ნაციონალური" რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათი.
    სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება ამ გზით არ წავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ფაქტიურად აღიარა"ნაციონალური" რეჟიმის სრული სამართალმემკვიდრეობა.  "სითი -პარკი" ამის მხოლოდ ერთი მაგალითია. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთივე კაბალური ხელშეკრულებები გაფორმებული  იქნება ბევრ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებთან, რაც მძიმე ტვირთად აწევს და მომავალშიც დააწვება ქართულ ეკონომიკას, უპირველესად, საზოგადოებას!
   შეიძლება "სითი-პარკი" ერთი შეხედვით  უმნიშვნელო დეტალია, "ნაციონალების" მიერ საზოგადების (სახელმწიფოს) საზიანოდ გადადგმული და საკუთარი ჯიბეების გასასქელებლად " გაკვარახჭინებულ" გლობალურ სივრცეში, თუმცა,  არა იმდენად უმნიშვნელო, განგაშის ასატეხად არ ღირდეს!...  დიახ, განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ! შემდეგ "სითი-პარკს" სხვა "სითი პარკიც" უნდა მოჰყვეს  და "ნაციონალური" რეჟიმის სისტემური დანაშაულიც უნდა გამოიკვეთოს!
  თუ ხელისუფლებას, სახელმწიფოს  და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესების დაცვა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ, ასე უნდა მოიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში   გამოდის, რომ იგი დანაშაულებრივ რეჟიმს ხელს აფარებს და ხალხის  დაკაბალების ხარჯზე თვითონაც იხეირებს(?!)

  არა - "სითი-პარკს", არა - დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრეობას!

 

 P.S  გუშინ ნარმანიასთან შეხვედრაზე სითი-პარკის მენეჯერმა თურმე უტიფრადგანაცხადა, რომ მთავრობის შეცვლა არ ნიშნავს კომპანიასთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას.ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ, თუ ეს ხელშეკრულება კაბალურია და მითუმეტეს, დანასაულებრივი რეჟიმის მიერ გაფორმებული?! აქედან გამომდინარე,   უპირველესად უნდა გაირკვეს, რა უცილებლობით იყო ნაკარნახევი დედაქალაქში ავტოსადგომების მოსწესრიგებლად უცხოური კომპანიის შემოყვანა და ასეთი კაბალური ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მენეჯერმა არ იცის, რა ინვესტიციები ჩაიდო ამ შვიდი წლის მანძილზე კომპანიის მხრიდან?! მეორეც, რატომ ველოლიავებით ვიღაც ხალხის საყვლეფად მოსულ გადამთიელებს საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე?  

 

 

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: