გიგა ბოკერია: დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს ღიად დაუპირისპირდეს პუტინის რეჟიმს

გიგა ბოკერია: დღევანდელი ხელისუფლება  უარს ამბობს ღიად დაუპირისპირდეს  პუტინის რეჟიმს

  როგროც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხცადა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინისადმი მხარდამჭერი ნახევარ-განცხადებებით კმაყოფილდება.
    განცხადება ამის შესახებ ბოკერიამ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან გააკეთა,  სადაც "თავისუფლების ჯაჭვის" აქცია გაიმართა.
   "სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით ხელისუფლების პოზიცია. ისინი ნახევარ-გაცხდებებებით კმაყოფილდებიან, თითქოს  უკრაინას უჭერენ მხარს, მაგრამ რეალურად ისინი უარს აცხადებენ ღიად დაუპირისპირდნენ პუტინის რეჟიმს და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატონ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით, რომ გარდა მორალური პასუხისმგებლობისა, ეს არის ჩვენი პრაგმატული, სახელმწიფოებრივი და ნაციონალური ინტერესი. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხდა ბოკერიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: