შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე"

შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე"

 შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე".
  შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა, მოადგილე ნიკოლოზ სამარღანიშვილმა, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსებმა და თბილისის მთავარი სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
   სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: