ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

   დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები იმართება.
   ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა და მერაბ ქიშმარია.
    სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100–მდე დამკვირვებელი ჩავიდა, მათ შორისაა იაპონიისა და სომხეთის წარმომადგენლები.
   დამკვირვებლები რუსეთიდან, რესპუბლიკა ნაურუდან, ოკუპირებული სამაჩაბლოდან, დნესტრისპირეთიდან, ყარაბაღიდან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ.
   აღსანიშნავია, რომ დე–ფაქტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ბელორუსიის საპარლამენტო კრების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
   დამკვირვებლებს შორის არიან – იტალიის, ბელგიის, ლუქსენბურგის, ბრიტანეთის, სან–მარინოს, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, ჩეხეთის, ბულგარეთისა და ლიტვის მოქალაქეებიც.
   როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საპროტესტო აქციების შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მიმდინარე წლის 31 მაისიდან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა ასრულებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: