ხურვალეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

ხურვალეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

     შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ქართული მხარის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინფორმირებულია.

   "ეს უკანონო დაკავება მოხდა 22 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებულები იყვნენ მამა-შვილი აწკარუნაშვილები და კუდუხაშვილი. ჩვენს მიერ ჩართული და ინფორმირებული იყო ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ცხელი ხაზი ამუშავებულია და ვმოქმედებთ ყველა რესურსის გამოყენებით. ისინი ცხინვალის რეგიონში არიან გადაყვანილები", - განაცხადა რატიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: