მარგველაშვილმა უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

მარგველაშვილმა  უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  შეხვედრას,  თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.
   მარგველაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატო-ს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
  "სამიტი მოახლოვდა და დღეს ჩვენ ის პოზიციები განვიხილეთ, რაც ნატო-საქართველოს პაკეტთან დაკავშირებით გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დეტალი მოვახსენეთ. სამიტზე წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, სადაც სამინისტროები ერთობლივ წინადადებებს წარმოადგენენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
   ნატო-ს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: