ჯენ ფსაკი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ჯენ ფსაკი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ი არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და არ სცნობს მის შედეგებს.
   "ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცხადი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აქვს დაკისრებული, რაც ითვალისწინების რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების შეცვლას და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეშვებას რეგიონში", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: