მაია ფანჯიკიძე: თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება

მაია ფანჯიკიძე: თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე  ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება

   საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება.
   "ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კომუნიკაცია თურქეთის მხარესთან. პირველად ხდება, რომ თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება, პირდაპირი წესით პრეზიდენტი პირველად აირჩიეს და ალბათ, ამიტომ გადაწყვეტეს უფრო საზეიმო ვითარებაში ინაუგურაცია. იმის გამო, რომ საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლა უკვე მოხდა, მოგეხსენებათ, გიორგი მარგველაშვილი თურქეთში უკვე იმყოფებოდა და აბდულა გიულიც საქართველოში უკვე იყო, ახლა პრემიერი მიემგზავრება. მოლოდინიც თურქეთის მხრიდან იყო, რომ პრემიერი ჩავიდოდა, რადგან ის ამ პერიოდში თურქეთში არ ყოფილა. არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. საქართველოს პრემიერისთვის ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: