გიორგი ლაღიძე:-"ახლადგახსნილ ლაღიძის წყლებს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ბრენდთან, ისინი სპეკულიანტობენ"

გიორგი ლაღიძე:-"ახლადგახსნილ ლაღიძის წყლებს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ბრენდთან, ისინი სპეკულიანტობენ"

   პარტია "მომავლი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე თბილისში "ლაღიძის წყლების" დაბრუნებას ეხმიანება და წერს:

   -"ჩემი დიდი სურვილი იყო რუსთაველის 24 ნომერში ლაღიძის წყლები აღდგენილიყო და ამ საკითხთან დაკავშირებით,ბრძოლას ვაგრძელებდი რამოდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა, საზოგადოებას ამცნეს რომ რუსთაველის გამზირზე 24 ნომერში ისევ დაიწყო ფუნქციონირება ლაღიძის წყლებმა და სახაჭაპურემ, მინდა საზოგადოებას განუმარტო რომ სამწუხაროდ იმ კაფეს და წყლებს რომელიც დღეს იქ ფუნქციონირებს რელურ ლაღიძის წყლებთან არაფერი საერთო არ აქვთ და ისინი უბრალოდ სპეკულიანტობენ ლაღიძის ბრენდის სახელით".

   სტატუსის წაკიტხვის შემდეგ "ივერიონი" გიორგი ლაღიძეს დაუკავშირდა.

   -ბატონო გიორგი, როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენ ლაღიძეთა საგვარეულო კავშირის ერთ ერთი ხელმძღვანელი ხართ, საკმაოდ სკანდალური სტატუსია, რა გაძლევთ ამ ყველაფრის თქმის საბაბს და დასაბუთება თუ შეგიძლიათ?

   -დიახ, ახლაც გავიმეორებ, ახლადგახსნილ წყლებს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ბრენდთან, თქვენ თავად თქვით, რომ მე ლაღიძეთა საგვარეულო კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ და მიტროფანე ლაღიძის ოჯახის პოზიციაც ვიცი. მაქვს უტყუარი ინფორმაცია და გეტყვით იმასაც, რომ უახლოეს ხანში ამ თემას გავავრცობთ. ვიცი ისიც, რომ მზადდება სარჩელიც. ასე რომ ცოტა ხანში ყველაფერს ფარდა აეხდება.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: