Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (16)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
27-08-2014, 11:26
ნანახია: 718

მეხანძრე-მაშველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს

   შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა კახეთში, ყვარლის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

   შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩალის ტბის მიმდებარედ ტყის მასივი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ხანძარი ტყის მასივის დაახლოებით 15-20 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო გართულებულია სახმელეთო ტექნიკის და სახანძრო მანქანების გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით აქრობენ. ხანძრის ცალკეული კერები ლოკალიზებულია.

   შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ჯგუფები შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებული და ვითარებას აკონტროლებენ.