სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2011 წლის 30 მაისის N97-ე ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

   აღნიშნულ განცხადება "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
  "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება N135, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 30 მაისის N97-ე ბრძანებაში, მიმართულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. მოცემული ბრძანებით განისაზღვრა იმ ნივთების, პროდუქტების, ნაკეთობების,  ნივთიერებების და დოკუმენტების ნუსხა, რომელთა შეტანა აკრძალულია საპატიმრო დაწესებულებაში ბრალდებულთან და მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისთვის.
  აღნიშნული ბრძანების მიზანია აღმოიფხვრას დღემდე არსებული ბუნდოვანება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესატან აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით,
  რითაც მოხდება შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების
  მხრიდან შესაძლო თვითნებობის პრევენციაც .
  გვსურს შეგახსენოთ, რომ სამინისტრომ არაერთხელ მიიღო წერილი თავად ადვოკატებისგან, სადაც ისინი ითხოვდნენ მითითებას იმ სამართლებრივ აქტზე, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა აკრძალული ნივთები.
 მოცემული ბრძანებით განისაზღვრა ნივთების ის მინიმალური ჩამონათვალი, რომელთა შეტანა სასჯელაღასრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის კუთხით განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია. აღნიშნული კონკრეტული სივრცისთვის
  საფრთხის შემცველი ნივთების იდენტიფიცირება მოხდა მრავალწლიანი პრაქტიკის
  ანალიზის საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებული იქნა საუკეთესო უცხოური გამოცდილებაც. შედეგად, მათი სტატუსი განისაზღვრა მოცემული სამართლებრივი აქტით და ეს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ კიდევ ერთი
  წინ გადაგმული ნაბიჯია." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: